გადაწყვეტილება მიღებულია! - ევროპაში მოგზაურობის წესები შეიცვალა
1752054234
ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც საჯაროდ გამოჩენა არ სურს, "კურიერს" ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დეტალები მოუყვა. ირკვევა, რომ ნარკოდანაშაულში მხილებული პირი, ბათუმში სწორედ მის ბინაში ცხოვრობდა. ფართი, რომელიც ტაბიძის ქუჩზე მდებარეობს, მეპატრონემ ბელარუსის მოქალაქეზე სამი თვის წინ გააქირავა.
ბინას საგამოძიებო მოქმედებების კვალი ახლაც ეტყობა, "კურიერის" ინფორმაციით, ბელარუსის მოქალაქის დროებითი საცხოვრებლიდან პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება
"ალფა პვპ" ამოიღო. დაკავებული 26 წლის ვადზიმ ნავიტსკია.
ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ბათუმში უცხო ქვეყნის კიდევ ორი მოქალაქე აიყვანეს. ისრაელის და რუსეთის მოქალაქეებს, ხელბორკილები პოლიცაიმ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაადო.
"კურიერმა" რუსეთის მოქალაქის დაკავების დეტალები გაარკვია. ეგორ მანკო ხელვაჩაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფეხით გადაადგილდებოდა, 21 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, გაჩხრიკეს და აღმოჩნდა, რომ ჯიბეში 21 შეკვრა მეტადონს მალავდა. დაფასოებული ნარკოტიკი მას სავარაუდოდ სამალავებში უნდა დაედო და გაეყიდა.
"მეთადონი" , "მეფედრონი", "ალფა პვპ" - განსაკუთრებით დიდი ოდენობისაა. ნარკოტიკული საშუალებები პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღო. "კურიერის" ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის კვალზე სამართალდამცველები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ.
ბელარუსის, რუსეთის და ისრაელის მოქალაქეებს, დანაშაულის დამტკიცების
შემთხვევაში 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. სამივე მათგანი ახლა წინასწარ პატიმრობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის გარდა, პოლიციამ ჩხრეკისას, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტებიც ამოიღო.