„წავიდა მის უსაყვარლეს შვილთან, ელენიკოსთან...“ - კირა ანდრონიკაშვილი ელდარ შენგელაიაზე
1754328976
შოვში მომხდარი სტიქიიდან 28-ე დღეს დამეწყრილ ხეობაში და მის მიმდებარედ, ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. ძებნა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი პოვნის მცირე შანსიც იარსებებს.
სტიქიის ეპიცენტრი სრულად არის შესწავლილი. დაკვირვება გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის რამდენიმე ათეულ კილომეტრზე. 31 ნაპოვნი დაღუპულიდან, 29 იდენტიფიცირებულია.
დღეს დადასტურდა 4 წლის გიორგის გარდაცვალება.
„ამდენი წამების შემდეგ, დღეს სახლში დაბრუნდები, ჩემო გიო“ -წერს ოჯახის ახლობელი.