წყალი 17 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769798485
ინდოეთში გავრცელებულ ნიპას ვირუსთან დაკავშირებით ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს აზიის ზოგიერთ აეროპორტში ნიპა ვირუსის გამო მგზავრების სკრინინგი დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია ადამიანებში. ამჟამად ნიპა ვირუსთან (Nipah virus, NiV) დაკავშირებით ბევრი იწერება, რადგან ინდოეთში დაფიქსირდა შემთხვევები, თუმცა შეკითხვები კვლავ ბევრია.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ახალი ვირუსი. მისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მალაიზიელ ფერმერებში და გავრცელდა სინგაპურშიც. მაშინ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი და მილიონობით ღორი გაანადგურეს. ვირუსი გადაეცემა ღორებიდან და ღამურებიდან, ასევე დაბინძურებული საკვებით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ძალიან იშვიათია.
ინდოეთში ბოლო აფეთქება იყო 2018 წელს, 19 დაფიქსირებული შემთხვევიდან 17 ლეტალური გამოსავლით.
ამჟამად ჯერ მხოლოდ 2 შემთხვევაა გამოვლენილი, ასობით კონტაქტი კარანტინშია, თუმცა მათი გამოკვლევის შედეგად დამატებით ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ინფექციის სიმპტომებია ცხელება, თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. შეიძლება გართულდეს პნევმონიით ან ენცეფალიტით. ლეტალობის მაჩვენებელია 40-75%. ინკუბაციური პერიოდია 4-14 დღე. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი ან ვაქცინა არ არსებობს.
ჯანმოს მიერ ნიპა ვირუსი 10 ყველაზე პრიორიტეტული ინფექციური დაავადების რიცხვშია შეყვანილი, რომელთაც აქვთ ეპიდემიის გამოწვევის პოტენციალი. მათთვის დამახასიათებელია მაღალი სიკვდილობის მაჩვენებელი და შეზღუდული სამკურნალო/პრევენციული საშუალებები.
ეს ინფექციებია:1. COVID-192. Crimean-Congo hemorrhagic fever3. Ebola virus4. Marburg virus disease5. Lassa fever6. Middle East respiratory syndrome7. Severe acute respiratory syndrome8. Nipah virus disease9. Rift Valley fever10. Zika virus disease",- წერს მაია ბუწაშვილი.