თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ხვალისთვის დაგეგმილ სინოდის სხდომასთან დაკავშირებით მორიგ განმარტებებს აკეთებს სასულიერო პირი, მამა საბა (გაზდელიანი). კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მიერ მოწვეული სხდომა 12 საათზე დაიწყება და ძირითადად ტექნიკური საკითხები განიხილება.
განხილვის თემა ასევე უნდა იყოს გაფართოებული კრების დეტალებიც, სადაც პატრიარქის შერჩევა იგეგმება. ეს იქნება სინოდის მეორე სხდომა ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ.
"ამ კრების მთავარი მიზანია განიხილონ ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, მაგალითად წმინდა სინოდის კრების ადგილი, დრო, სივრცის მოწყობა, დელეგატთა რაოდენობა, ვინაობა, პროტოკოლის საკითხები და ასევე, თითოეული ის საორგანიზაციო ტექნიკური საკითხები, რომელიც მოიცავს ამ სინოდის სხდომას.
გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რათა გავახსენოთ, რომ ვიმყოფებით დიდმარხვის პერიოდში და თითოეულ ჩვენგანს გვმართებს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ერთად მივაგოთ ღირსეული პატივი ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს", - განაცხადა მამა საბა (გაზდელიანმა).