ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას - ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურება - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

 ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი. ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურებები.

„სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს წირვას და სამების საკათედრო ტაძარშიც 10:00 საათზე დაიწყება მსახურება“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა.