მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა
1760504616
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა თურქეთის დაპირისპირება თურქეთის გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ერთადერთი გოლი მატჩის 63-ე წუთზე, გიორგი ქოჩორაშვილის ავტორობით გავიდა.
თურქეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა. ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, დავითაშვილი.
ზურიკო დავითაშვილმა, მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა:
,,რაც გვინდოდა, ის ვერ გავაკეთეთ. ალბათ ისე ვერ მოვემზადეთ, მსოფლიო ჩემპიონატი რომ დაგვემსახურებინა",-თქვა ზურიკომ.