„ახალი წლის ღამეს, ჩემი და დედაჩემის თვალწინ მამა ინფარქტით გარდაიცვალა...“ - გიორგი თორაძე უმძიმეს პერიოდს იხსენებს

სს

მომღერალი, გიორგი თორაძე, ჟურნალ სარკესთან უმძიმეს პერიოდს იხსენებს:

„2020 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ჩემი და დედაჩემის თვალწინ მამაინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან რთული პერიოდი იდგა მაშინ – დაიწყოკორონა, გაჩერდა კონცერტები, ამას დაემატა ჩემი დეპრესიული ფონი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა მეკეთებინა. პლუს ამას, მამაჩემის გარდაცვალება. მამის გარდაცვალების დღეს კონცერტისთვის ვემზადებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემ თვალწინ გარდაიცვალა, მაინც შევძელი, ავდექი, წავედი, დავდექი სცენაზე და ახალი წელი სიმღერით მივულოცე ხალხს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და მტკივნეული იყო, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო –მიუხედავად დიდი ტკივილისა, სცენაზე ვმდგარიყავი და მემღერა. ვცდილობდი, გავქცეოდი რეალობას და კარგი განწყობით შემენიღბა ჩემი თავი და ჩემი ტკივილები. მამის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი, ყველა ვალდებულება ჩემზე გადმოვიდა, მე გავხდი ოჯახის მარჩენალი, ჩემი სიძლიერე უნდა დამენახვებინადედაჩემისთვის…“- ამბობს გიორგი თორაძე.