მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი ხელნაწერის მიხედვით,- ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრეს:
ასოების ზომა
გრაფოლოგების თქმით, წერისას მსხვილ ასოებს ექსტრავერტი, გულღია და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები იყენებენ - ყურადღების ცენტრში ყოფნა განსაკუთრებით უყვართ. ზედმეტად მსხვილ ასოები კი თურმე აგრესიული და ეგოისტი ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი - ასეთები ხშირად მათზე დაბლა მდგომ ადამიანებს ზემოდან უყურებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათა თავიანთი ნათქვამი გაიტანონ.
საშუალო ზომის ასოები ადეკვატური თვითშეფასების ქონაზე, დამოუკიდებლობაზე და კრეატიულ აზროვნებაზე მიუთითებს. ისინი ემოციებს საკმაოდ კარგად აკონტროლებენ, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი საკმაოდ პრაქტიკულ და რეალისტურ მიდგომას ირჩევენ. ცდილობენ საკუთარ და სხვების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი იპოვონ.
მინიატურული დამწერლობასა და პატარა ასოებს უპირატესობას მორცხვი და თავშეკავებული ადამიანები ანიჭებენ. მათთვის ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი წესრიგია.
როგორც გრაფოლოგები ამბობენ, თუ სიტყვა დიდი ასოებით იწყება, რომლებიც შემდეგ თანდათანობით პატარავდება - ასეთი ხელწერა ნიშნავს, რომ ის კონკრეტული პიროვნება ურთიერთობაში უდიდეს მნიშვნელობას ნდობასა და საიდუმლოების დაცვას ანიჭებს.
ხოლო თუ სიტყვა პატარა ასოთი იწყება, შემდეგ კი სიტყვის ბოლოში ან შუაში - ასოები იზრდება - ეს ნიშნავს, რომ მის ავტორს საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია.
ასოების ფორმა
გრაფოლოგების თქმით, მკვეთრად გამოხატული მრგვალი ასოების ხელწერის მქონე ადამიანები შეუპოვრობით გამოირჩევიან. ისინი თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არიან და დასახულ მიზანს აღწევენ. თუმცა, რთულად უმკლავდებიან ისეთ საქმიანობას, რომელიც მათგან მუდმივად კონცენრაციას მოითხოვს, ასევე, კონფლიქტური სიტუაციების დროს ხშირად იბნევიან.
შედარებით კუთხოვანი ასოების ავტორები კი ბრძოლისთვის არიან დაბადებული. მათ ნათლად გამოხატული კრიტიკული აზროვნების უნარი და ამბიციური გეგმები აქვთ. მაგრამ ემოციებს არც ისე კარგად აკონტროლებენ და ხშირად გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე იღებენ".
ვრცლად: