ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
ჩვენ ვიყენებთ უამრავ ნივთს ყოველდღიურად ისე, რომ არ ვიცით რეალურად რა დანიშნულება აქვს უმეტეს მათგანს. სწორი გამოყენების შემთხვევაში, ამ ნივთებს მარტივად შეუძლიათ გადაჭრან ყველა ის პატარა პრობლემა, რომელსაც ადრე, ან ჯერ კიდევ აწყდებით.
ჯინსის პატარა ჯიბე
ალბათ ყველას ვინც ჯინსს ატარებს, შეუმჩნევია პატარა ჯიბე. ისინი ჯიბის კუთხეებში ნაკერების ცვეთის თავიდან ასაცილებლადაა. როცა ხშირად გიწევთ ნივთების ჩადება ჯიბეებში, პატარა ჯიბე ქსოვილის ცვეთის პრობლემას თავიდან აგაცილებთ.
ბოქლომის ხვრელი
თუ კარგად დააკვირდებით ბოქლომს, შეამჩნევთ, რომ ბოლოში არის პატარა ხვრელი. იცით რა მიზანს ემსახურება? ის საშუალებას აძლევს ბოქლომის შიგნით მოხვედრილ წყალს ადვილად "ჩამოიწუროს" და ასევე გამოიყენება საკეტში ზეთის ჩასასხმელად, რომ არ გაიჭედოს და დაჟანგდეს.

რატომ აქვს პერანგს უკან მარყუჟი?
ძველად მარყუჟებს იყენებდნენ, რათა ადვილად შეძლებოდათ ჩამოკიდება. ახლა კი გამოიყენება ხარისხისა და კლასის ნიშნად.
"Apple"-ის დენის კაბელი
თქვენი MacBook-ის დენის კაბელზე არის "ფრთები", რომლებიც შეგიძლიათ ასწიოთ. ისინი შემთხვევით არ არის მოთავსებული იქ. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაატრიალოთ ისინი და გამოიყენოთ კაბელის კომფორტულად შესანახად.
"მრგვალი დისკი" ბოთლის თავსახურის ქვეშ
ის ეხმარება კარბონაციას. გვეხმარება რომ ნახშირორჟანგი წყალში გაიხსნას. ამის გარეშე ვერ დავტკბებით გაზიანი სასმელებით.