1779396803
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს.
„ისტორიული დღეა საქართველოსთვის! ვულოცავ ჩვენს ერსა და ეკლესიას ახალი პატრიარქის არჩევას. უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს ვუსურვებ უფლის წყალობას, დღეგრძელობასა და სულიერ სიმტკიცეს. მჯერა, მისი წინამძღოლობით, ჩვენი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება“, - წერს ცოტნე ანანიძე.












