1792940048
აჭარაში პატრიარქის ნათლული 1,200-ზე მეტი ადამიანი გახდა
მაღალმთიან აჭარაში საყოველთაო ნათლობის შემდეგ, პატრიარქმა მის მიერ მონათლული ახლად გაქრისტიანებულებს დალოცავს.
ხიჭაურში იმყოფებიან პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
აჭარაში პატრიარქის ნათლული 1,200-ზე მეტი ადამიანი გახდა, როგორც უწმინდესმა აღნიშნა, დღეიდან აჭარასთან კიდევ უფრო სხვა სიახლოვე ექნება. ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ საქართველოს გაქრისტიანება პირველ საუკუნეში სწორედ აჭარიდან დაიწყო და გაიხსენა ილია მეორის მიერ მოწყობილი საყოველთაო ნათლობები.
უწმინდესმა წირვა, მღვდელმთავრებთან ერთად, ხიჭაურში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა.











