აბაზანის რემონტი? აირჩიეთ "ვიტრას" შემრევი ონკანები!

აბაზანის რემონტი? აირჩიეთ "ვიტრას" შემრევი ონკანები!

აბაზანის რემონტი საკმაოდ კომპლექსური და საპასუხისმგებლო პროცესია. მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, რათა საბოლოო შედეგი თქვენს მოლოდინებს შეესაბამებოდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, შემრევი ონკანების შერჩევაა.

გლობალური მასშტაბის კომპანია “ვიტრა” ერთ-ერთი ლიდერია სანტექნიკისა და კერამიკული ფილების წარმოებაში. სანტექნიკა ვიტრაში გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, თანამედროვე დიზაინითა და მრავალფეროვანი ფუნქციური მახასიათებლებით. მათი პროდუქციის ვრცელი ასორტიმენტი ასევე მოიცავს მაღალი ხარისხის შემრევ ონკანებს.

შემრევი ონკანები - ტიპები და მახასიათებლები

 

"ვიტრას" შემრევი ონკანები სხვადასხვა ტიპისაა:

ხელსაბანის შემრევი - ხელსაბანის ონკანი გამოირჩევა კომპაქტური ზომითა და ელეგანტური დიზაინით. ის იდეალურად ერგება აბაზანის მცირე სივრცეს.
სამზარეულოს შემრევი - სამზარეულოს შემრევი ონკანები, როგორც წესი, მაღალი და მოგრძოა, რათა ჭურჭლის გარეცხვა და პროდუქტების მომზადება კომფორტული იყოს.
3-ნახვრეტიანი - შესაძლებელია როგორც ხელსაბანზე, ისე აბაზანაში დაყენება. ამ ტიპის ონკანების უპირატესობაა გამორჩეული დიზაინი და ტემპერატურის კონტროლის სიმარტივე.

"ვიტრას" შემრევ ონკანებს შორის აუცილებლად შეხვდებით თქვენთვის სასურველ მოდელს.

როგორ შევარჩიოთ ონკანი სწორად?

 

ონკანის შერჩევა ერთი შეხედვით შეიძლება მარტივ საქმედ გესახებოდეთ, მაგრამ აუცილებლადაა გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

1. ადგილმდებარეობა - განსაზღვრეთ, სად გსურთ ონკანის დაყენება - აბაზანაში, სამზარეულოში თუ ეზოში. თითოეული სივრცე სპეციფიკურ მოდელს მოითხოვს.
2. დიზაინი - ონკანის დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სახლის ინტერიერს. "ვიტრას" კატალოგში წარმოდგენილია სხვადასხვა მასალის, ფერისა და სტილის შემრევი ონკანები.
3. ბიუჯეტი - აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და ამის მიხედვით შეარჩიეთ ონკანი.

გარდა ამისა, "ვიტრას" შემრევ ონკანებზე ბაზარზე უკონკურენტო, 7-წლიანი გარანტია მოქმედებს, რაც დამატებით სარგებელს წარმოადგენს მომხმარებლისთვის.

შემრევი ონკანები "ვიტრაში"

 

“ვიტრაში” შეძლებთ იპოვოთ მრავალფეროვანი არჩევანი უმაღლესი ხარისხის, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი შემრევი ონკანებისა. გარდა ამისა, შეგეძლებათ ისარგებლოთ მიტანისა და მონტაჟის სერვისით, რითაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივდებათ რემონტის პროცესი.

აბაზანის განახლებისას ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას სწორი შემრევი ონკანის შესარჩევად. "ვიტრას" პროდუქციასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნებით კომფორტული, ფუნქციონალური და ვიზუალურად მიმზიდველი სააბაზანო სივრცით.