ანსამბლ „ორერას“ ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა

გენო ნადირაშვილი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი, გენო ნადირაშვილი.

ინფორმაციას „საქართველოს ძველი ფილარმონია“ ავრცელებს.

„საქართველოს ძველი ფილარმონია“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლეგენდარული ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ბატონი გენო ნადირაშვილი და ღრმა სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს“.

გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო. 2018 წელს, ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.