მედვედევი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეა ჩვენი ქვეყნისთვის სახიფათოა
1750853840
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები ცნობილია. საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53%) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47%) - კაცი.
„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62%) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38%) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, ქ. თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66%), რაც განპირობებულია ქ. ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20%), კახეთის (21%), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24%) რეგიონებში”, - ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.
ამავე მონაცემების მიხედვით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34% პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9% და 11.2%.