„3 ბუნებრივი პროდუქტი უკეთესი ძილისთვის“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს ძილის მოწესრიგებაში დაეხმარება.

„სანამ გაიქცევით და აფთიაქში რაიმეს შეიძენთ, მე გასწავლით 3 ბუნებრივ პროდუქტს, რომელიც ძილს მოგიწესრიგებთ. 
1. ეს არის ნიგოზი, რომელიც ბიოშეღწევად მელატონინს შეიცავს. მისი მიღების შემდეგ სისხლში მელატონინი იზრდება, რომელიც სწორედ ძილის ჰორმონია. 

2. ეს არის ნუში, რომელიც მაგნიუმის წყაროა. ნუშის მიღების შემდეგ კუნთები დუნდება და ადამიანი მშვიდდება.

3. ეს არის გოგრის თესლი, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ტრიპტოპანს. შემდეგ კი გარდაიქმნება სერატონინად. შემდეგ კი მელატონინად. ამიტომაც არის რომ მისი მიღების შემდეგ ადამიანის ხასიათიც უმჯობესდება.

მოკლედ, ეს სამი რამ ადამიანს ძილის მოწესრიგებაში ნამდვილად დაეხმარება“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.