წყლის დალევა ჭამის დროს, ან მის შემდეგ - ზაზა თელიას განმარტება
1761113555
ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.
სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერითა და ფონდი „ბილივის“ ინიციატივით ჩატარდა; ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სკოლის მოსწავლეები იზრუნებენ.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ტყის ეკოსისტემის შესახებ ეკოგაკვეთილიც ჩატარდა. მოსწავლეებმა საქართველოს ტყეების მნიშვნელობასა და მათი ბიომრავალფეროვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიის – „დარგე ხე“ მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. ფონდი „ბილივი“ ქალაქ ფოთის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს აერთიანებს, რომლებიც საქველმოქმედო, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტებში არიან ჩართულები.
აღსანიშნავია, რომ ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლონგ მორტონია.
ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.