ისტორიული კადრები სიონიდან - სად იქნება პატრიარქის მარადიული განსასვენებელი
1773926652
"22 მარტს, სავარაუდოდ, მთავარი წირვა აქ (სამების საკათედრო ტაძარში) შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს. ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვიდნენ და რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას", - ამის შესახებ არქიმანდრიტმა, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა იოვანემ (მჭედლიშვილი) განაცხადა.
მან, ასევე, პატრიარქთან ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი მღვდლად კურთხევა სწორედ უწმინდესის ინიციატივა იყო.
„ბევრი კარგი რამ შემიძლია გავიხსენო და თავად უწმინდესის ინიციატივა იყო ჩემი მღვდლად კურთხევა, თავად უწმინდესმა თქვა, რომ მღვდლად უნდა ვეკურთხებინე და ეს დღე არის ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული. ასევე, ერთი წელი იყო თითქმის გასული და დამიძახა ხარების დღესასწაულზე და არქიმანდრიტის წოდება მომანიჭა. მე მიხარია, რომ მასთან ურთიერთობა მქონდა წლების განმავლობაში," - განაცხადა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანემ (მჭედლიშვილი).