2027 წლიდან პენსია იზრდება - დეტალები სრულად

პენსია

2027 წლის იანვრიდან 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 45 ლარით, 415 ლარამდე იზრდება.

ამას ითვალისწინებს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია, რომელიც პარლამენტს დაუბრუნდა.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია 60 ლარით გაიზრდება და 555 ლარს გაუტოლდება.

„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 498 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 665 ლარს აღემატება“, - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ რედაქციაში.

✕