2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში.

„რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას და კონკრეტულად დაფინანსების საკითხს, ჩვენ გვქონდა შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის მიღებიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში“, - განაცხადა პრემიერმა.