2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის კი გაიზარდა - საქსტატი

რძე და ხორცი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.7 პროცენტით შემცირდა და 812.2 ათასი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 389.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 5.2 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 182.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 18.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.0 პროცენტით გაიზარდა და 9 981.3 ათასი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში რძის წარმოებამ 156.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 18.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.0 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 170.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.1 პროცენტით მეტია.