"20 წუთის განმავლობაში ბავშვს გულს უმუშავებდა..." - გადარჩენილი ბიჭის ამბავს ახლობელი იხსენებს

saswrafo

რამდენიმე დღის წინ თბილისის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდის სიცოცხლე გადაარჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონზე ვარჯიშისას ბიჭმა გონება დაკარგა. ადგილზე მისვლისას ექიმებს მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში დაუხვდათ, მათ მიერ ჩატარებული წარმატებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, გულისცემა აღდგა. 

თუმცა გაირკვა, ბავშვის გადარჩენაში წვლილი მხოლოდ ექიმებს არ მიუძღვით. მედიკოსების მოსვლამდე, ბავშვს პირველადი დახმარება და გულის მასაჟი იქვე მყოფმა კაცმა ჩაუტარა. 

„იცნობდეთ ამ საამაყო ადამიანს ბესო ქამხაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩემო მეგობრის დისშვილი გადაარჩინა. დათა სტადიონზე თამაშობდა, მოულოდნელად ბავშვს გული გაუჩერდა  ეს მადლიანი კაცი იქვე ყოფილა და სასწრაფოს მოსვლამდე 20 წუთის განმავლობაში ბავშვს გულს უმუშავებდა.“ - წერს ოჯახის ახლობელი.