1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის, რომ გამოიკვეთა, ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის - ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილი

"1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის მთელი შემდგომი პროცესისათვის, გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის - რომ ახლა მიგვეღო დამოუკიდებლობა როგორიც ერს - არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის," - განაცხადა ფილოსოფიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ესთეტიკის და კულტურის ფილოსოფიის კათედრის გამგემ, ირაკლი ბათიაშვილმა "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში".

"1988 წლის 26 მაისის აქცია იმიტომ იყო საკვანძო მნიშვნელობის მთელი შემდგომი პროცესისათვის, გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვიბრძოდით არა თვითგამორკვევისთვის - რომ ახლა მიგვეღო დამოუკიდებლობა როგორიც ერს - არამედ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, იმ დამოუკიდებლობის აღდგენისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1918 წელს. ამიტომ, 1991 წლის 9 აპრილს მოხდა სწორედ აღდგება დამოუკიდებელი საქართველოსი," - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.