,,17 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა” - ,,თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს

თბილისი ენერჯი

,,თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს:

,,გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს, 19 სექტემბერს 00:15 სთ-დან, გაზმომარაგება შეუწყდა დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონაში მცხოვრებ 
დაახლოებით 17 000 აბონენტს . საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სექტორი, სამედიცინო ცენტრები, სკოლები და კომერციული ობიექტები.

🔧 გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 10:00 სთ-ზე და ეტაპობრივად დასრულდება 21:00 სთ-მდე."