15 ნოემბერს სამებაში საყოველთაო ნათლობა გაიმართება

ნათლობა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი.

"ნათლობა დაიწყება დღის მეორე ნახევრიდან.

საღამოს 20:00 საათზე ტაძარში მობრძანდება მისი უწმინდესობა და დალოცავს ახალნათელღებულებს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

✕