1790255236
15 ადრეული სიმპტომი, რომლებიც შესაძლოა კიბოს ნიშანი იყოს
კიბოს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს კისრის შეშუპებას, კანის ჭრილობებს, რომლებიც არ ხორცდება, ან მუდმივ ტკივილს. თუ ასეთი ნიშნები გაქვთ, მნიშვნელოვანია ექიმს მიმართოთ.
მბზინავი/მარგალიტისფერი მუწუკი კანზე - შეიძლება კანის კიბოს, განსაკუთრებით ბაზალურუჯრედოვანი კარცინომის, ნიშანი იყოს.
ყელში უცხო სხეულის ან ბურთის შეგრძნება - ზოგჯერ ენის ფუძის ან ნუშურების სიმსივნეებთანაა დაკავშირებული.
ხანგრძლივი ძლიერი ქავილი - ზოგიერთ ლიმფომას შეიძლება ახლდეს.
ყურის მუდმივი ტკივილი - ზოგჯერ პირის ღრუს ან თავისა და კისრის სიმსივნისგან „გადაცემული“ ტკივილია.
უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა - განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ, საჭიროებს ექიმის შეფასებას.
ზედა ქუთუთოს ჩამოწევა - იშვიათად შეიძლება ფილტვის ზედა ნაწილის სიმსივნესთან იყოს დაკავშირებული.
ქერცლიანი ლაქა ან მეჭეჭის მსგავსი წარმონაქმნი კანზე - შეიძლება ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ნიშანი იყოს.
ანემია - ზოგჯერ ფარული სისხლდენის, მათ შორის მსხვილი ნაწლავის კიბოს, შედეგია.
ხანგრძლივი ხრინწიანი ხმა - შეიძლება ხორხის კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი იყოს.
მუცლის შებერილობა და მენჯის დისკომფორტი - იშვიათად საკვერცხის კიბოსთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
კისერზე ახალი კვანძი/შეშუპება - შეიძლება ფარისებრ ჯირკვალთან ან სხვა დაავადებებთან იყოს დაკავშირებული და შემოწმებას საჭიროებს.
მკერდის ცვლილებები - ახალი კვანძი, ჩაღრმავება, შეშუპება, კანის ცვლილება ან ძუძუსთავიდან გამონადენი.
აუხსნელი ძვლის ტკივილი - განსაკუთრებით ხერხემალში, მენჯსა და ნეკნებში, ზოგჯერ სისხლის კობისთანაა დაკავშირებული დაკავშირებული.
ტკივილი ალკოჰოლის მიღების შემდეგ ტკივილი - ძალიან იშვიათად შეიძლება ჰოჯკინის ლიმფომასთან იყოს დაკავშირებული.
შარდვის პრობლემები ან სისხლი შარდში - ზოგჯერ შარდის ბუშტის ან თირკმლის კიბოს ნიშანია.











