112 მოსახლეობას აფრთხილებს

21 სექტემბრამდე

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას შეტყობინებას უგზავნის და აფრთხილებს. 

„გაცნობებთ, რომ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“,- წერია შეტყობინებაში. 

21 სექტემბრის ამინდის პროგნოზთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა გარემოს ეროვნულმა სააგენტომაც. 

„21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“,- ნათქვამია განცხადებაში.