ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.