„მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა...“ - გორის ტრაგედიის ახალი დეტალები

მძღოლთან ერთად ორი არასრულწლოვანიც იმყოფებოდა

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ბრალს აღიარებს - გორის რაიონულმა სასამართლომ რევაზ ელიზბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. ბბრალდებულს უფლებადამცველი არ ჰყოლია.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა თქვა, რომ დაკავებულს 225 ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

რევაზ ელიზაბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დაკავებულს პროკურატურა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რე­გი­ო­ნუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "თრი­ა­ლე­თი" აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­მა­სა­ლას, რო­მე­ლიც გორ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შემ­დე­გაა გა­და­ღე­ბუ­ლი.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვაქვეყნებთ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ განვითარებული მოვლენების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

კადრებში ჩანს, რომ შეჯახების შემდეგ, ავარიის გამომწვევი ავტომობილის მარჯვენა მხრიდან არასრულწლოვანი გადმოდის და ავტომობილის მარცხენა მხარისკენ მიემართება.

თითქმის იმავე დროს კადრში ჩნდება შოკურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, ხოლო რამდენიმე წამში ავტომობილის მარცხენა მხრიდან მეორე არასრულწლოვანიც გადმოდის. ორივე არასრულწლოვანი აღნიშნულ მამაკაცს მიჰყვება.

მოგვიანებით, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან სხვა პირებს, სავარაუდოდ, სამართალდამცველებს, გაჰყავთ.

ვიდეოჩანაწერი არ ასახავს თავად შეჯახების მომენტს და მისი გამოქვეყნების მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე გარემოებების ჩვენებაა. ვიდეოში გარკვეული მონაკვეთები განზრახ არის დაბლარული.