VIDEO: „დედაჩემის ქმარი 3 წელი ძალადობდა ჩემზე... ჯერ მაუპატიურებდა შემდეგ კი მცემდა...“ - შოკისმომგვრელი ჩვენება

ძალადობა

პედოფილები საქართველოში - ყველა მათგანის სახელი და გვარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის. არსებობს სპეციუალი ბაზა, რომლის მეშვეობითაც სიცოცხლის ბოლომდე ასეთ ადამიანებს აკონტროლებენ. სამინისტრო ბაზაში ინახავს მსჯავრდებულების პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, ნასამართლობის, დაქტილოსკოპიურ და სხვა მაიდენტიფიცირებელ ცნობებს.

პედოფილია კლასიკური გაგებით მძიმე დარღვევაა, რომელიც ბავშვების მიმართ სექსუალური ლტოლვით ვლინდება. სამწუხაროდ, ეს თემა აქტუალობას არ კარგავს. ტრაგიკული შემთხვევების რიცხვიც განაპირობებს იმას, რომ სიტყვა "პედოფილი" უკვე უცხო არავისთვისაა.

"კურიერი" სხვა არაერთ მძიმე ისტორიას ინახავს, სადაც პედოფილების სამიზნე 14-წლამდე ბავშვები არიან.

„14 წლის რომ გავხდი, იმის შემდეგ დედაჩემის ქმარი 3 წელი ძალადობდა ჩემზე. სახლში მარტო, რომ ვრჩებოდით ჯერ მაუპატიურებდა შემდეგ კი მცემდა. მემუქრებოდა არაფერი თქვაო...“