გაზის მიწოდება 13 600 აბონენტს შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1788718151
სექსუალური ძალადობის უპრეცედენტო საქმე - მთელი ქვეყნის მასშტაბით უმძიმეს დანაშაულში მხილებული პირები იძებნებიან. მათ ვინაობას თავად მსხვერპლები ასახელებენ.
ირკვევა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნებზე ჯერ სექსუალურად ძალადობდნენ, ვიდეოებს უღებდნენ, სოციალურ ქსელში ვირუსულად უვრცელებდნენ და აშანტაჟებდნენ.
შს სამინისტროში მტკიცებულებები უკვე დევს. მათ შორისაა 27 ვიდეო, რომელიც სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა დროს არის გადაღებული.
მთელი დღის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი მოზარდები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიციაში იკითხებიან. ბავშვები კონკრეტულ პირებს ასახელებენ.
ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არის, თუმცა კანონმდებლობით ბავშვთა პორნოგრაფია უვადო პატიმრობით ისჯება.