შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

შაქრო კალაშოვი ციხიდან გაათავისუფლეს

გამოძალვისთვის გასამართლებულმა, ზაქარია (შაქრო) კალაშოვმა კოლონია დატოვა და თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად Telegram-ის არხმა, Shot-მა გაავრცელა. ცნობები რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმაც დაადასტურეს.

Shot-ის თანახმად, ე.წ. კანონიერი ქურდი ИК-2 კოლონიიდან კრასნოდარში წაიყვანეს, სადაც ის დვუბრაცკის დასახლებაში იმყოფება.

მანამდე, კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. სასამართლო სხდომა დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართა". - აღნიშნულია სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაში.