VIDEO: ვრცელდება მდუმარე ბერის ახალი კადრები
1752042896
საპროკურორო საბჭოს მიერ გენპროკურორის თანამდებობისთვის შეჩეული კანდიდატი პარლამენტს წარედგინება. გიორგი გაბიტაშვილს ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოუსმენს, რის შემდეგაც პროცესი სესიაზე გადაინაცვლებს და წარმოდგენილ კანდიდატს დეპუტატები კენჭს უყრიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ წარიმართა.
„მიმდინარეობდა უპრეცედენტოდ მაღალი გამჭვირვალობის გასაუბრება. საბჭომ კონკრეტული ადამიანი შეარჩია. იმსჯელებს როგორც კომიტეტი, ისე პარლამენტი და შესაბამისი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძემ.