„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებულ პირებს, აღმკვეთის ღონისძიებას, სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს შეუფარდებს. პროკურატურა 30-ვე დაკავებულისთვის პატიმრობას ითხოვს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებში და აგროვებდნენ თანხებს ე.წ. ქურდული საერთოსთვის.
დაკავებულთაგან 10 პირს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან, 9-ს მის მხარდაჭერას, ხოლო 11-ს, "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვას.
დანაშაული, ბრალდების სიმძიმის მიხედვით, 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.