„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად დაპატიმრების განაჩენი გამოიტანა უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" ოთხი წარმომადგენლის მიმართ.
ინფორმაცია, ამის შესახებ გამოცემა „მედიაზონამ“ რუსეთის საქალაქო სასამართლოს კარტოთეკაში აღმოაჩინა.
მათ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით) დაქირავებულობაში ადანაშაულებენ. მებრძოლების დაუსწრებლად დაკავების საქმეზე სასამართლო სხდომა 3 მარტს გაიმართა, თუმცა ინფორმაცია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსკოვის სასამართლოს კარტოთეკაში დღეს გამოჩნდა.
გასული წლის აპრილში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დაქირავებულობის მუხლით. მათ შორის იყო ის ოთხი ადამიანიც, ვისაც 3 მარტს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს.