მძიმე ავარია რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1737143928
“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს შორის ერთ-ერთი “ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესო დონაძის ძმა, 42 წლის შოთა დონაძეა. მასთან ერთად ამავე დანაშაულზე დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 40 წლის მამაკაცი. მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და "მეთადონი", ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
თავად ბესო დონაძე “პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით მისი ძმის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.