პარიზში, ქართველი მხატვარი, გიორგი სისაური გაძარცვეს

ძარცვა

საფრანგეთში, ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფი და მხატვარი გიორგი სისაური გაძარცვეს. 

ამის შესახებ სისაურმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„მეგობრებო, ისე მოხდა, რომ პარიზში გამძარცვეს

ყველაზე გულდასაწყვეტი მთელი ჩემი ცხოვრების ნაგროვები კალმის წვერების (ე.წ nib) კოლექციაა. პრაქტიკულად უიარაღოდ ვარ დარჩენილი. თუ ვინმეს მოგეპოვებათ, თუ არ იყენებთ ასეთ წვერებს, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ან ვიჩუქებ ან შევიძენ. დიდი მადლობა“, - წერს გიორგი სისაური.