1746307279
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მხარეები რეპლიკებს წარმოთქვამენ, შემდეგ კი, შესაძლოა, მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადოს.
პროცესს თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი არ ესწრებიან.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებიან. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„ვამბობ ხოლმე, დამშვიდდით-თქო...“ - ლუკას ბასილაშვილი
„ღამის ვარჯიში“ - ნეკა დოროყაშვილი კორტებზე, ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს ფოტო მოდელი