ნახეთ უმძიმესი ბრალდებების ჩამონათვალი, რის გამოც, მომღერალ R Kelly-ს 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა

  R-Kelly

ცნობილი მომღერალი R Kelly სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჰიტის I Believe I Can Fly შემსრულებელი ციხეში მინიმუმ 84 წლის ასაკამდე იქნება.

მას ბრალად ადამიანების ვაჭრობა და სექსუალური ძალადობა ედება. მას სასამართლომ ასევე, ჯარიმის სახით, 100 ათასი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

54 წლის მომღერალი ბრალდებულია, საკუთარი დაცვის თანამშრომლებსა და მენეჯერებთან ერთად ჯგუფის შექმნაში, რომელიც არასრულწლოვან გოგოებს პროსტიტუციას აიძულებდა.

ასევე, მომღერალს ბრალად ედება ყალბი დოკუმენტების დამზადება, რეკეტი, ქალებისა და მოზარდების გაუპატიურებები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.

მუსიკოსის ადვოკატის განცხადებით, რობერტ კელლი ბავშვობაში თავად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რაც შემდგომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჰიპერსექსუალობაში გამოიხატა, რომელსაც ბრალდებული ვერ აკონტროლებდა.