"მადლობა ღმერთს… ხუთი წელია ამას ვითხოვ..." - იზა ომაძის პირველი კომენტარი მისი შვილის მკვლელობის საქმის გახსნაზე

ნიკო კვარაცხელია

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება.

"მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!!ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!" - ამის შესახებ იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.

თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა.

 

@primetime.ge

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი

მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.