"კონცენტრ იქსის" ოფისში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა - განმარტებები კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა გააკეთონ

ლენტა

"ვაკე პლაზაში", საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, სადაც კომპანია - "კონცენტრ იქსის" ოფისი მდებარეობს. განმარტებები კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე უნდა გააკეთონ.

გუშინ ჩხრეკა ჩატარდა სამ სავარაუდო ე. წ. "ქოლცენტრში", საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა - ატლანტიკური საბჭოს მკვლევრების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის ბინებშიც, საიდანაც მათი პირადი და ოჯახის წევრების კუთვნილი ტექნიკა ამოიღეს.

თბილისის პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ქუთაისშიც.

შეგახსენებთ, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, გამოძიება ბოლო წლებში აქტიურად მუშაობს. სისხლისსამართლის დევნა 100-ზე მეტი ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაყადაღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 100 მილიონზე მეტი ღირებულების აქტივები.