1761855398
იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
 
                                                                იტალიაში ქურდობის მცდელობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა ქართველები რეჯო-დი-კალაბრიაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს.
პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებმაც დაკეტილი ბინიდან საეჭვო ხმაური გაიგეს.
ქურდობის მცდელობის გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ სხვისი ქონების დაზიანება და იარაღის უკანონო ფლობა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.
 
                                                     
                                                     
                                                    










