იტალიაში, ქართველი კაცი ფსონების ცენტრის სამზარეულოში დანით შეიჭრა და 6000 ევრო წაიღო - იგი პოლიციამ დააკავა

იტალია

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება.

პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონების ცენტრში სამზარეულოს დანით შეიჭრა და მუქარით 6 000 ევრო წაიღო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა.

ქართველის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ნაძარცვი თანხა ამოიღეს. გარდა ამისა, იქვე, ნაგვის ურნაში ნაპოვნია მისი ტანსაცმელი, რომლითაც ცენტრი დააყაჩაღა.