ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
1786219080
"ფოტოსურათი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ნია იმნაძის ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზავნა..." - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა.
„ეს ფოტო ნია იმნაძეს ატვირთული ჰქონდა ინსტაგრამზე. ფოტო ატვირთული იყო 3 ოქტომბერს. მე იმ დროს არ ვიცოდი ფოტო როდის გადაიღეს. შემდეგ, როცა საქმის მასალები მომცეს, ნია იმნაძის ტელეფონის პირველადი აღდგენა რომ მოხდა, იქ ვიპოვე ეს სურათი და ეს სურათი გადაღებულია 2 ოქტომბერს.
2 ოქტომბერს ეს სურათი გადაღებულია მაშინ, როცა ნია იმნაძე გიგას "ჩატიდან" გებულობს გიგაზე თავდასხმას. ანუ ამ სურათის გადაღების დროს ალექსანდრე გაბაშვილი და ნია იმნაძე არიან ერთად. "ჩატში" არის მიმოწერები, ნია იმნაძეც წერს, ის ბავშვებიც წერენ და მერე ერთ-ერთთან პირადში გადავიდ,ა იმიტომ რომ იმ ბავშვმა მიწერა პირადში. მას ეგონა, გიგა მასწავლებელი გადარჩება და ამ მიმოწერას ნახავს და უხერხულიაო. იმ დროს, როცა გიგაზე თავდასხმაზე საუბრობენ, ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი არიან ერთად"- განაცხადა ეკა კუპატაძემ.
ნია იმნაძის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებულმა არასრულწლოვანმა გიგა ავალიანზე დაგეგმილი თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა .
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინა. ორივე არასრუწლოვანს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.