შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია - სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.