გორში, დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით, 19 წლის ბიჭი დააკავეს

lenti

გორის ერთ-ერთ სოფელში დედაზე ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ფონზე მოხდა, დედამ პოლიცია გამოიძახა, - "იჩხუბეს და დედამისმა პოლიცია გამოიძახა. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, როგორც ვიცი. ძალიან კარგი ბიჭია სოფელი ჩავუდგებით თავდებში, რომ ცუდს არაფერს იზამს", - ამბობს გამოცემასთან ადგილობრივი.

ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ფრთხილად, „ბარსელონა“ - კვარადონა დაბრუნდა!“ - რას წერს GOAL.com დღევანდელ მატჩამდე

ვინ არის მარი ნაკანის უმშვენიერესი შვილი

ახალი კვლევა - D ვიტამინმა შესაძლოა გულის შეტევის რისკი შეამციროს