განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
თბილისის მეტრო, სამი დღის განმავლობაში, მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები იცვლება.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის 12:00 საათის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება, შაბათ-კვირას დედაქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.