გასულ ღამეს, სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტეს

ნჯ

აქცია-მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები მაინც იკრიბებიან. გამონაკლისი არც გასული ღამე იყო. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ოქტომბრიდან გამკაცრებული რეგულაციების გამო, საერთო ჯამში, სამართალდამრღვევად გამოცხადდა 42 პირი, მათი ნაწილი უკვე დაკავებულია, დანარჩენის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მათი სასამართლოში განხილვა უახლოეს პერიოდში მოხდება.

"კოლექტიური ლომჯარიები, გიგაურები და სხვანი მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც გათვითცნობიერებული არ აქვთ, რას ჩადიან, ეს არის დანაშაული. პრევენციის მიზნით, მიღებული იქნა ეს კანონი, რომ როდესაც არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანი, არ აქვთ უფლება. ეს არის პირდაპირ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. შემდეგ განმეორდება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ ადამიანებს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ დაემორჩილოს კანონს და არ შეასრულონ იმ დაკვეთების დავალება, ვინც მართულია გარედან," - აცხადებს ზურაბ რურუა.