გარდაიცვალა კაცი, რომელიც სოფელ ატენში, სასტიკად სცემეს

საავადმყოფო

საავადმყოფოში გარდაიცვალა 51 წლის რევაზ მიხანაშვილი, რომელიც 29 ივლისს, საკუთარ სახლში სასტიკად სცემეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგინდა, რომ 2024 წლის 29 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბრალდებულმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

კაცის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ორ პირს, რომელთაგან ერთ-ერთი - დემეტრე რევაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი იყო, ბრალდება 9 აგვისტოს დაუმძიმა. 

უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.