სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 2 500 კოლოფი "WINSTON", 2 000 კოლოფი "KENT", 2500 კოლოფი "MARLBORO" და 7 500 კოლოფი "SOBRANIE", ჯამში, 14 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 125 100 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - წერია განცხადებაში.