გაამართლეს სატვირთოს მძღოლი ადიგენში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

გაამართლეს სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადიგენში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას TOK2region-ი ავრცელებს.

ხვიჩა ხარაიშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, მარიკა ჩიტაშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

2025 წლის 8 სექტემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის გადასახვევთან ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეეხება, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა.

15 წლის ბიჭი საფეხბურთო გუნდის წევრი იყო.